ავტომობილების სავალდებულო დაზღვევაში საჭირო იქნება ყველა ავტომფლობელის მაქსიმალური ჩართულობა. საყოველთაო დაზღვევა შემოდის არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ამით ფული იშოვნოს, არამედ იმისთვის, რომ მოძრაობა გზებზე იყოს უსაფრთხო და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მისი მონაწილეები სადაზღვევო კომპანიების დახმარებით აგვარებდნენ ყველა პრობლემას.
სტუმრები: დევი ხეჩინაშვილი – საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი თუთარაშვილი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
სატელეფონო ჩართვა: დავით მესხიშვილი – ტრანსპორტის ასოციაციის ხელმძღვანელი.