„ჯანსაღი გარემო დიდი დეფიციტია თბილისში. ჩვენ ვგეგმავთ მწვანე სივრცეების შექმნას. კერძოდ, ორი ახალი საქალაქო პარკის მოწყობას დიღმის ჭალებსა და თემქის ხევში, ასევე ვაპირებთ მცირე ზომის პატარა სკვერების რეაბილიტაცია მოწყობას და ქუჩის ხეების მოვლა-ჩანაცვლებას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
„ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით სპეციალისტებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომლის საფუძველზეც პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივებს მოამზადებს და შესაბამის დირექტივებს გასცემს. პრობლემაა ის, რომ საწვავის ხარისხი სათანადოდ არ მოწმდება, ასევე აუცილებელია ტექდათვალიერების კუთხით კონტროლის გამკაცრება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
„საქართველოში შემოტანილი საწვავი 2016 წლიდან კონტროლდება, მასში ტყვია არ იზომება.“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
„დღესდღეობით ავტომატური სადგურები დამონტაჟებულია (ოთხი) თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში. უახლოეს მომავალში მსგავსი სადგურები რუსთავსა და კასპში დამონტაჟდება“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
„ტყვიის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში საგანგაშო არ არის და ის ნორმას არ აჭარბებს“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
სტუმრები: ნოე მეგრელიშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი.
სატელეფონო ჩართვა: მაია ბითაძე – თბილისის მერის მოადგილე.
ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე.