ღია სტუდია - აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გავლენა საქართველოზე I 18.07.2024
საქართველოს მმართველი პარტია სულ უფრო ხშირად მიანიშნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს პრობლემები დასავლეთთან მარტივად მოგვარდება.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მჭედლიშვილი ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს.
„დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა დიდ გემს გავს, რომელიც გეზს იშვითად იცვლის. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ განსხვავებული იქნება, ნაკლებად არის მოსალოდნელი“, – ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: