„ეს წუთია პარლამენტში შევიტანეთ ჩვენი წინადადება მოსამართლეთა შერჩევა-არჩევის წესის შესახებ, რომელსაც აქვს კანონ-პროექტის ფორმა და რომლის განხილვასაც ველოდებით უახლოეს ხანებში ამ საგაზაფხულო სესიაზე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
„იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების წინადადება,რომელიც მათ ახლა პარლამენტში წარადგინეს განსახილველად, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. მთავარი მოთხოვნა ამ წინადადებაში არის ის, რომ მოსამართლეთა შერჩევა მოხდეს კონკურსის წესით და ეს პროცესი იყოს საჯარო, საზოგადოებისთვის თვალსაჩინო“, – განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.
სტუმარი: დიმიტრი ხაჩიძე – არასამთავრობა ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, ადვოკატი.
სატელეფონო ჩართვა: ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი.