ღია სტუდია - პროკურატურა TBC  ბანკში
ღია სტუდია - პროკურატურა TBC ბანკში

პორტალ kvira.ge -ს ცნობით, TBC  ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მილიონობით დოლარის გათეთრებასა და მითვისებას ედავებიან, თუმცა, ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. ხაზარაძესა და მისი ინტერესების დამცველს აქვთ საპასუხო არგუმენტები და არ გაურბიან პროკურატურის შეკითხვებს. მაგრამ რატომ ახსენდება პროკურატურას 11 წლის წინანდელი ამბავი, რატომ უძებნის მას სისხლის სამართლებრივ საფანელს, რა ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება ქვეყნის ერთ ყველაზე ცნობილ ბანკზე კრიმინალური ეჭვის მიტანას – სწორედ ამ საკითხს ეთმობა დღევანდელი „ღია სტუდია“.

რესპოდენტები: აკაკი ცომაია, ეკონომისტი, საქართველოს და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, გოგიტა ცუცქირიძე, ეკონომისტი, საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის დამფუძნებელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველო“.