ყველა მსჯავრდებული კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ციხეებში ზოგი პატიმარი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში შეიქმნა და ოთხ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას აღწერს, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტს წარუდგინეს გასახილველად. განხილვა კი ჩაიკარგა იუსტიციის მინისტრის განცხადებების ფონზე, რომელიც სახალხო დამცველს მისი თანამშრომლის დახეულ ჯინსებს საყვედურობდა. დღევანდელ საუბარში სახალხო დამცველის მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან, შევეცდებით გავარკვიოთ როგორ ერევიან პრივილეგირებული პატიმრები ციხეების მართვაში და ვის აზარალებს, ვის უფლებებს არღვევს ეს ჩარევა.
სტუმარი: გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: