ანაკლიის პორტის მომავალი ბევრ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხთან არის დაკავშირებული. ეკონომიკურ ასპექტს თუ შევეხებით, ექსპერტების გათვლით, ანაკლიის პორტის წლიური ტვირთბრუნვა 100 მილიონი ტონა იქნება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ამჟამად მოქმედი ფოთის,ბათუმის, ყულევის და სუფსის პორტების ტვირთბრუნვას. ასე, რომ სამომავლოდ ქვეყანაში ძალიან დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი ინფრასტრუქტურის (უპირველესად, რკინიგზის) განვითარებისათვის და ანაკლიის პორტის მასშტაბებისთვის მოსარგებად.
სტუმარი: ოთარ ანგურიძე – თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.
სატელეფონო ჩართვა პარლამენტიდან: სანდრო ჯუფალაკიანი – პირველი არხის ეკონომიკური ექსპერტი.