ღია სტუდია - ანა აბაშიძე - ჯერ კიდევ არის დრო, ხელისუფლებამ რეფორმების სურვილის დემონსტრირება მოახდინოს I 15.06.2023
საქართველოს ხელისუფლება აქტიურ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს. გუშინ პრემიერ მინისტრი ბრიუსელში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. ორივე მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ისტორიული პერიოდი დადგა და რეფორმების ჩატარების შემთხვევაში, საქართველო წლის ბოლოს მიიღებს სტატუსს.
იურისტი და ადვოკატი ანა აბაშიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ბრიუსელს სისტემური რეფორმების ჩატარების სურვილი უჩვენოს.
„თორემ რამდენიმე თვეში საქართველოში რომ დამოუკიდებელი სასამართლო ვერ ჩამოყალიბდება, ეს ბრიუსელში კარგად იციან“, – ამბობს ის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: