ღია სტუდია - „აგენტების კანონპროექტი“ და საქართველოს პერსპექტივა I 07.03.2023
კოალიაციის მედიის ადვოკატირებისათვის თავმჯდომარის მამუკა ანდღულაძის შეფასებით, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის თვისებრივად შეცვლა ან გაუმჯობესება შეუძლებელია. ის ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას.
ანდღულაძის აზრით, ქართული კანონპროექტი არის პრინციპულად რუსული, რადგან ის მიმართულია საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების წინააღმდეგ, წარმოადგენს ინსტრუმენტს საზოგადოებისათვის სასიკეთო მუშაობის შესაზღუდად და სულაც მოსასპობად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: