„ნინო ბურჯანაძის პარტიამ გასულ წელს ყრილობა გამართა, რომლის დროსაც მოხდა ერთგვარი რებრენდინგი, შეიცვალა პარტიის სახელწოდება და შეივსო ახალი ძალებით. პარტიის პოლიტსაბჭოში 17 წევრია, რომელთაგან 3 – 4 პიროვნების გარდა, პრაქტიკულად ყველა ახალი სახეა. პარტია ემზადება არჩევნებისთვის და იგი ახალი სახეებით წარსდგება საზოგადოების წინაშე, თუმცა, როგორც გადაცემაში აღინიშნა, პარტიას გაუჭირდება ბურჯანაძის ჩრდილიდან გამოსვლა, მითუმეტეს, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე კვლავ რჩება ამ ახალი პარტიის დამფუძნებლად და მის ლიდერად.“
სტუმარი: ანზორ ბიწაძე – „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“პოლიტიკური საბჭოს წევრი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: