ღია სტუდია - ვინ და რა ეღობება თვითმმართველობის განვითარებას საქართველოში
გასულ კვირადღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა არჩევნებმა ბევრ პრობლემასთან ერთად კიდევ ერთხელ მიაპყრო ჩვენი ყურადღება ადგილობრივ თვითმმართველობას. ქვეყანაში თვითმმართველობა არ ვითარდება, მუნიციპალიტეტების საზღვრებში მოქცეულ უძრავ ქონებას ფლობს და განკარგავს ცენტრალური ხელისუფლება და, როგორც ამას წინათ ჩატარებულ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ფორუმზე გამოჩნდა, არც არაფრის დათმობას აპირებს. საერთოდ არსებობს კი რაიმე წანამძღვარი ან მიზეზი თვითმმართველობის განვითარებისათვის საქართველოში?
სტუმარი: დავით ზარდიაშვილი, მუნიციპალური სამართლის ექსპერტი.