ღია სტუდია - წინასაარჩევნო პროცესების შეფასება
ღია სტუდია - წინასაარჩევნო პროცესების შეფასება

ორ დღეში საქართველოს რამდენიმე რაიონში არჩევნები იმართება: ზოგან პარლამენტის წევრს ირჩევენ, ზოგან – მერს. რით უპასუხებს და რით ვერ უპასუხებს საარჩევნო პროცესი კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებს, როგორ შეიძლება მოქმედებდეს დარღვევები ამომრჩეველზე, არჩევნების მიმართ ნდობაზე? ძნელია, გაიხსენო საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომელსაც ასეთი შეკითხვები არ გაუჩენია.

სტუმარი: ვახუშტი მენაბდე, საია.

სატელეფონო ჩართვა: მიხეილ ბენიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი.