ღია სტუდია - რა ღირებულება და გავლენა შეიძლება ჰქონდეს ლადო აფხაზავას პედაგოგიურ მეთოდს
ლადო აფხაზავას სახელი უკვე იცის თითქმის ყველამ, ვისაც პროფესიულად აინტერესებს სასკოლო განათლება საქართველოში. გურიის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მსოფლიო მასშტაბით, იმ ათ კოლეგას შორისაა, რომელთაგან ერთს 24 მარტს გადაეცემა „მასწავლებლის გლობალური ჯილდო“. „ღია სტუდია“ დაინტერესდა, როგორ მუშაობს ლადო აფხაზავა, რა ისწავლა მან სხვა მასწავლებლებისგან, შეიძლება თუ არა მისი მეთოდით ისარგებლონ სხვა დისციპლინათა პედაგოგებმა, რას აკეთებს თავად თავის მიდგომებისა და პედაგოგიური ხერხების პროპაგანდისთვის.
სტუმარი: ლადო აფხაზავა, მასწავლებელი.