#ესტაფეტა - საქართველო 23 სექტემბრიდან საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის სპორტის კვირეულის მასპინძელია
23 სექტემბერს “ბლექ სი არენა”-ზე რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.
პირველი არხი 21 საათიდან გახსნის საზეიმო ცერემონიის რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
23 სექტემბერს რიყის პარკში ევროპის სპორტის კვირეული საზეიმოდ გაიხსნება. საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს პირველად მასპინძლობს, 30 სექტემბერს კი კვირეულის დახურვის დღეს ევროპის მაშტაბით დაგეგმილია 26 000-ზე ღონისძიების ჩატარება.
სტუმრები: ირაკლი დოლაბერიძე -სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარე.
მაია აზარაშვილი-“სპორტი ყველასათვის” ფედერაციის პრეზიდენტი