#ესტაფეტა - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია
#ესტაფეტა - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების საბოლოო შედეგი კონკურენტების თამაშზე იყო დამოკიდებული. ჩინეთის გუნდმა ბოლო ტურში რუსეთთან ყაიმი ითამაშა, 18 ქულა მოაგროვეს და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. ასევე 18 ქულა მოაგროვეს უკრაინელებმა, მაგრამ მათ ჩემპიონობა უარესი დამატებითი მაჩვენებლების გამო დათმეს. საქართველოს ნაკრებმა კი 17 ქულით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, რომ არა არაკონკურენტ გუნდებთან დაკარგული ქულები დღეს ჩვენი გუნდი ბოლო ტურში საჩემპიონო შეხვედრას ითამაშებდა

სტუმარი: ელიზბარ უბილავა – საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდის კაპიტანი