არა ერთი შემთხვევა ადასტურებს, რომ ოჯახიდან დედის ემიგრაციაში წასვლა არა მხოლოდ ქვეყნისთვისაა საზიანო, არამედ ხშირად – თვით ემიგრანტის ოჯახის დამანგრეველიც. მისი მთავარი მსხვერპლნი უპირველეს ყოვლისა დედის გარეშე დარჩენილი ბავშვები გახდნენ, შვილები, რომელთაც მარტო, ყველაზე ახლობელი ადამიანის გარეშე უწევდათ და უწევთ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების გავლა. ფსიქლოგების განმარტებით, არამყარი ფსიქიკა და აგრესია, რომელიც, არავინ იცის, როდის და როგორ გამომჟღავნდება – ყველაფერი ეს ხშირად დედის გარეშე გაზრდილი თაობისთვის არის დამახასიათებელი. დედები მიგრაციაში წასვლას პირადი ეკონომიკური გაძლიერებისთვის არ ირჩევენ. ქალები ცხოვრების ბევრ წელს შვილების ფინანსურ უზრუნველყოფას სწირავენ.
დღეს გადაცემაში დედები და მათი აქ დარჩენილი შვილები მონაწილეობენ: მომღერალი მანანიკო ცენტერაძე, მისი დედა ესპანეთში მცხოვრები მაია გუბელაძე, თამუნა მიქაძე, იტალიაში მცხოვრები მანანა ჭუმბურიძე.
სტუმარი: თეა თეთრაძე, ყოფილი ემიგრანტი.