გამოიფინა ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო ნიმუშები (ესტონეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ლატვია, უკრაინა, აზერბაიჯანი).
საავტორო თოჯინა მსოფლიოში ძალიან პოპულარული ხელოვნებაა. მისი ნიმუშები დაცულია მსოფლიოს უმდიდრეს კოლექციებსა და მუზეუმებში, გამოფენილია ცნობილ საგამოფენო დარბაზებში.
დღესდღეობით თოჯინების ხელოვნება და მისი სხვადასხვა სახეობა ინტენსიურად ვითარდება და იხვეწება: ინტერიერული თოჯინა, თოჯინა არტ-ობიექტი, რეპლიკანტი, რებორნი, კონცეპტუალური თოჯინა და ა.შ.
ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები: საქართველოს მეთოჯინეთა გაერთიანება „ჯეოდოლი“, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ თბილისის მერია; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სტუმარი: იულია სოროკინა – მეთოჯინე