#ჩაკრულო - ქალთა რეპერტუარი ქართულ ხალხურ სამუსიკო შემოქმედებაში
#ჩაკრულო - ქალთა რეპერტუარი ქართულ ხალხურ სამუსიკო შემოქმედებაში

1986 წელს, თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულ მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტთა ძალებით, დაარსდა ქალთა ფოლკლორული ჯგუფი, რომლის მსგავსი საქართველოში მანამდე არ არსებულა. ანსამბლის შექმნის ინიციატორი იყო ფოლკლორისტი და ხელოვნებისმცოდნე ედიშერ გარაყანიძე, რომელმაც, 1980 წელს ანსამბლ „მთიების“ შექმნით, სათავე დაუდო აუთენტური სასცენო შემსრულებლობის უპირატესობას ქართულ სინამდვილეში.

„მზეთამზეს“ დამახასიათებელ ნიშანთვისებათა შორის უმთავრესია აუთენტური ფოლკლორისადმი შესაშური ერთგულება. ანსამბლის მთავარი მიზანი კი იმთავითვე ქართველ ქალთა ტრადიციული სასიმღერო რეპერტუარის შესწავლა და გამომზეურება იყო: აკვნის ნანები, ტირილები, ამინდის მართვის, ბატონების, საწესო-საფერხულო და სადიდებელ-სავედრებელი სიმღერები, სალხინო-საცეკვაო სიმღერა-დასაკრავები.

გადაცემის სტუმარია ნინო კალანდაძ -მახარაძე – ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის კონსერვატორიის ფოლკლორის ლაბორატორიის სპეციალისტი, ქალთა ფოლკლორული ანსამბლის „მზეთამზე“ წევრი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: