#ჩაკრულო – ქალთა რეპერტუარი ქართულ ხალხურ სამუსიკო შემოქმედებაში
1986 წელს, თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულ მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტთა
„მზეთამზეს“ დამახასიათებელ ნიშანთვისებათა შორის უმთავრესია აუთენტური ფოლკლორისადმი შესაშური ერთგულება. ანსამბლის მთავარი მიზანი კი იმთავითვე ქართველ ქალთა ტრადიციული სასიმღერო რეპერტუარის შესწავლა და გამომზეურება იყო: აკვნის ნანები, ტირილები, ამინდის მართვის, ბატონების, საწესო-საფერხულო და სადიდებელ-სავედრებელი სიმღერები, სალხინო-საცეკვაო სიმღერა-დასაკრავები.
გადაცემის სტუმარია ნინო კალანდაძ -მახარაძე – ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის კონსერვატორიის ფოლკლორის ლაბორატორიის სპეციალისტი, ქალთა ფოლკლორული ანსამბლის „მზეთამზე“ წევრი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

