#ჩაკრულო - პროექტი „ხალხური საღამოები“ ამჯერად ონლაინ ფორმატით გაგრძელდება
#ჩაკრულო - პროექტი „ხალხური საღამოები“ ამჯერად ონლაინ ფორმატით გაგრძელდება
  • მომავალი სამი კვირის განმავლობაში, ყოველ ორშაბათს ანსამბლები: „ერისიონი“, ადილეი და „ანჩისხატი“ ფოლკლორის ცენტრის დარბაზიდან ონლაინ კონცერტებით წარდგებიან მსმენელის წინაშე.
  • პროექტი ხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
  • სატელეფონო ჩართვა ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, გიორგი გაბუნიასთან.
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ჩვენ გვაერთიანებს ქართული ტრადიციული მუსიკა – ეს საგანძური ყველასია“ .
  • სატელეფონო ჩართვა გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ეკატერინე ყაზარაშვილთან.
  • ტრადიციული მრავალხმიანობის მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ფოლკლორის ცენტრის ეზოში დაგეგმილმა სამივე ღონისძიებამ ონლაინ ფორმატში გადაინაცვლა.
  • საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრადიციული მრვალხმიანობის მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც 20-24 ოქტომბერს შერეული ფორმატით უნდა ჩატარებულიყო, გაიმართება მხოლოდ დისტანციურად.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: