#ჩაკრულო - ფოლკლორის სფეროში მიმდინარე სიახლეები / „მიხა ხელაშვილის - 120“
მეგრული ხალხური სიმღერის საღამო
26 იანვარს 17:00 საათზე ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმში მეგრული ხალხური მუსიკის საღამო გაიმართება. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ სენაკის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „მუსიკელი“ და დედაქალაქში მოღვაწე მეგრული სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი „ოდაბადე“.
ღონისძიება პროექტის – „მომღერალი საქართველო“ – ფარგლებში ტარდება. პროექტი გულისხმობს მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული კონცერტების გამართვას. კონცერტები ორ თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირაში იმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ანსამბლები იღებენ. შემდეგი კონცერტი მარტის თვეში გაიმართება და ის კახურ ფოლკლორს მიეძღვნება.
გადაცემის სტუმარია სოფო კოტრიკაძე – ეთნომოსუკოლოგი.
ანსამბლი „შილდა“ და ანდრო სიმაშვილი
სატელეფონო ჩართვა ბექა ბიძინაშვილთან – ანსამბლ „შილდას“ ხელმძღვანელი.
მიხა ხელაშვილის – 120
25 იანვარს სახალხო პოეტის მიხა ხელაშვილის დაბადებიდან 120 წელი აღინიშნა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: