#ჩაკრულო - ფოლკლორის სფეროში მიმდინარე სიახლეები / სტუდია „შავნაბადას“ მიერ გადაღებული ფილმი „ლამპრობა“
#ჩაკრულო - ფოლკლორის სფეროში მიმდინარე სიახლეები / სტუდია „შავნაბადას“ მიერ გადაღებული ფილმი „ლამპრობა“

ფოლკლორის დარბაზი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში

20 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნება. დარბაზის სარესტავრაციო სამუშაოები ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც აღადგინეს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით.ფოლკლორის დარბაზში თავს მოიყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები. აქ განთავსდება ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება.
ღონისძიებაზე ქართულ ტრადიციული სიმღერებს შეასრულებენ გალობის უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლი და ანსამბლიშილდა.
გადაცემის

სტუმრები: დავით შუღლიაშვილიმუსიკოლოგიის დოქტორი, ბაია ჟუჟუნაძემუსიკოლოგი.

სახალხო დღესასწაული ლამპრობა

გთავაზობთ სტუდია „შავნაბადას“ მიერ გადაღებულ ფილმს „ლამპრობა“.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: