- 13 ფოლკლორული, 17 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი – წელს საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში 18 ხალხური საღამო ჩატარდა.
- ფოლკლორის ცენტრის დარბაზში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლები: ანსამბლი ანჩისხატი; ძირიანი; გორდელაძეების საოჯახო ანსამბლი;
- ინდივიდუალური შემსრულებლები: თინა-ნარგილე მეჰთიევა, ნინო ნაყეური და ზურაბ მამუკელაშვილი. პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო კონცერტში მონაწილეობა ვერ მიიღო დიდგორისა და ჩვენებურების ანსამბლებმა.
სატელეფონო ჩართვა – ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: