#ჩაკრულო - ფოლკლორის სიახლეები
#ჩაკრულო - ფოლკლორის სიახლეები
  • ცნობილი გურული ლოტბარისა და შემსრულებლის ოთარ ბერძენიშვილის შვილმა ფოლკლორის ცენტრს მამის არქივი გადასცა. ლოტბარის ფოტოები, წერილები, დღიური და ლექსები ფოლკლორის ცენტრის არქივს შეემატა. ია ბერძენიშვილმა, ცენტრს უნიკალური მაგნიტოფირიც გადმოსცა, რომელზეც გურული სიმღერის იშვიათი ოსტატების ვლადიმერ და ოთარ ბერძენიშვილების ორ ხმაში შესრულებული სიმღერებია ჩაწერილი; სატელეფონო ჩართვა – ცენტრის მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ვალიშვილი;
  • ზაფხულში, ზემო სვანეთში ფოლკლორის ცენტრის ექსპედიცია მიმდინარეობდა. სამუშაო ჯგუფმა 27 ივლისიდან დაიწყო სხვადასხვა სოფელში ფოლკლორული ნიმუშების მოძიება და არსებული მდგომარეობის დაფიქსირება. საქსპედიციო მასალების შესახებ სატელეფონო ჩართვაში ისაუბრა ცენტრის წამომადგენელმა სანდრო ნათაძემ.

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი