✔გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-14 საერთაშორისო ფესტივალის მიმოხილვა.
✔ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის – თამაზ მეჭიაურის მხარდაჭერით, თიანელი ბავშვებისათვის სალოტბარო სკოლა გაიხსნა. სალოტბარო სკოლა სოფელ ჟებოტას ახალრეაბილიტებულ მრავალფუნქციურ შენობაში განთავსდა. სწავლის მსურველებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ.
სატელეფონო ჩართვა ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილესთან გიორგი გაბუნიასთან.
✔ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 11-დან 20 ნოემბრამდე შეერთებულ შტატებს ეწვევა და კონცერტებს ნიუ იორკში, ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონში გამართავს.
სატელეფონო ჩართვა ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორთან ზურაბ წკრიალაშვილთან.
✔27-28 ნოემბერს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ გერმანიაში, ქალაქ რეგენსბურგში არსებულ თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრის ,,სოსანის“ მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში „კოდი“ მონაწილეობას მიიღებს. დადგმა აერთიანებს ქორეოგრაფიასა და მუსიკას, გერმანულ და ქართულ ხელოვანებს ასევე ტრადიციულ ქართულ მუსიკას მსოფლიო თანამედროვე მუსკის ელემენტებთან. სპექტაკლში ქართულ ტრადიციულ მუსიკას „შავნაბადა“ შეასრულებს.
სატელეფონო ჩართვა რეგენზბურგის თანამედროვე ცეკვის თეატრის „სოსანის“ სამხატვრო ხელმძღვანელთან თეა სოსანაშვილთან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: