#ჩაკრულო - ფოლკლორის სიახლეები I 01.04.2023
#ჩაკრულო - ფოლკლორის სიახლეები I 01.04.2023

1) „საქართველო-იაპონია, საუკუნის მესამედი“ – ასე ჰქვია ირაკლი მეზურნიშვილის დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა.

ფილმი იმ ქართველების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ორი ქვეყნის მეგობრობის განვითარებაში.

საღამო სახელმწიფო ანსამბლმა „მართვემ“ გააფორმა. მათ იაპონური სიმღერა და „მრავალჟამიერი“ შეასრულეს.

ირაკლი მეზურნიშვილი – ფილმის ავტორი.

 

2) 7 აპრილს, 18:00 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში აუდიოალბომის „ნანინას“ დიდი ოჯახი – ამღერებული შთამომავლობა“ პრეზენტაციაზე შედგება.

აუდიოალბომის მთავარი იდეა მუსიკალური ტრადიციების დასაცავად თაობათა გაერთიანებაა. „ნანინას“ დიდი ოჯახი – ამღერებული შთამომავლობა“ დისტანციური მეთოდით ჩაწერილი აუდიოალბომის პირველი პრეცედენტია ქართულ მუსიკალურ-ფოლკლორულ აუდიოსივრცეში.

მაკა ხარძიანი – ეთნომუსიკოლოგი , „ნანინას“ წევრი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: