#ჩაკრულო - ფოლკლორული ექსპედიცია მთიან აჭარაში I 18.03.2023
#ჩაკრულო - ფოლკლორული ექსპედიცია მთიან აჭარაში I 18.03.2023

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ექსპედიცია ხულოს მუნიციპალიტეტში გასული წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა. ეთნომუსიკოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნატალია ზუმბაძე, რომელიც 17 მარტს ფოლკლორის ცენტრში ექსპედიციის შედეგებს გააცნო სტუდენტებს, ფოლკლორული ანსამბლების წევრებს და აჭარული მუსიკის მოყვარულებს.

ჯგუფმა 2-15 ოქტომბერს ხულოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში (13-დან) იმუშავა. ადგილობრივ მკვიდრთა მუსიკალური ყოფის ამსახველი ნიმუშები დაფიქსირდა ვიდეო, ფოტო და აუდიოაპარატურით (მათ შორის, ხმის ჩამწერი სტუდიით).

სტუმრები: ექსპედიციის ხელმძღვანელი ნატალია ზუმბაძე და ჯგუფის წევრები უჩა პატარიძე, არჩილ ბურჭულაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: