#ჩაკრულო - ფოლკლორის სიახლეები
#ჩაკრულო - ფოლკლორის სიახლეები

☑️ გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი;
სატელეფონო ჩართვა – ფესტივალის ორგანიზატორი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა მანაგაძე.
☑️ ანსამბლი „მარგალიტი“ პირველი სოლო კონცერტითა და აუდიო ალბომის – „ყური დაუგდე ჩემსა სიმღერას“ პრეზენტაცია-კონცერტით მსმენელის წინაშე წარდგა;
ალმობი აერთიანებს საკომპოზიტორო, დები იშხნელებისა და პირველი მსოფლიო ომის დროს ქართველი ტყვეებისაგან ჩაწერილ სიმღერებს.
სატელეფონო ჩართვა – „მარგალიტის“ წევრი თათია დარსანია.
☑️ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადა“ რუხის ციხეზე, აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან ახლოს კონცერტი გამართა.
„შავნაბადას“ კონცერტი სტრატეგიულ ტერიტორიაზე ერთგვარ აქციის სახეს ატარებდა, სადაც დასწრება თავისუფალი იყო;
☑️ 10 ნოემბერს 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სვანური ცეკვის უბადლო შემსრულებელის და ანსამბლ „რიჰოს“ მთავარი ქორეოგრაფის კანდი მერლანის საიუბილეო საღამო გაიმართება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: