2016 წლიდან, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ბატონი ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით დაარსდა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია, რომელიც თსუ-ს, თსკ-ს და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაეცემათ.
2021 წლის სტიპენდიანტების შესახებ ინფორმაციას სატელეფონო ჩართვაში გიგი გარაყანიძის მეუღლე, მაგდა კევლიშვილი გაგვაცნობს.
12-17 ოქტომბრის ჩათვლით მგალობელ-მომღერალთა გუნდმა „დიდგორი“ სამეგრელოში ტურნე გამართა.
პროექტის შესახებ სატელეფონო ჩართვაში დიდგორის წევრი გივი აბესაძე ისაუბრებს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: