🔘 ორი გამორჩეული სახელი ქართულ სახელოვნებო სივრცეში დიდი ხანია დამკვიდრდა. თავიანთი განსაკუთრებულობისთვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის ისინი მთელმა საქართველომ შეიყვარა – თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე.
🎙 გადაცემის სტუმარია ეთერ თათარაიძე.
სხვა სიახლეები..
☑️ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში ანსამბლმა „რუსთავმა“ შეასრულა „ჩაკრულო“ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით.
📲სატელეფონო ჩართვა ანზორ ერქომაიშვილთან..