#ჩაკრულო - „ოთარ ჩიჯავაძე - 100“
#ჩაკრულო - „ოთარ ჩიჯავაძე - 100“

📣 19 მარტს , გამორჩეული ფოლკლორისტისა და ხალხური სიმღერების შემკრების ოთარ ჩიჯავაძის დაბადებიდან 100 წელი სრულდება.

ოთარ ჩიჯავაძე 1966 წლიდან კონსერვატორიის მუსიკის ისტორიისა და ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრების დოცენტი ხდება. 1965 წლიდან კითხულობდა მუსიკის ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მუსიკალურ -ქორეოგრაფიული საზოგადოების ფოლკლორის სექციის ხელმძღვანელი. 1954 წლიდან ეწეოდა ფოლკლორისტულ -შემკრებლობით საქმიანობას. ჩატარებული აქვს 53 ექსპედიცია და ჩაწერილი აქვს 2000-მდე ხალხური სიმღერა.
აქედან სანოტო კრებულის სახით გამოყვეყნებული აქვს “კახური სიმღერების” ორი ტომი, “მეგრული სიმღერები”. გამოუქვეყვებელი დარჩა “ლეჩხუმური სიმღერები”, “შრომის სიმღერები დასავლეთ საქართველოში”.

ოთარ ჩიჯავაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ფოლკლორის აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში.

👤 გადაცემის სტუმარია მუსიკისმცოდნე, ეთნომუსიკოლოგი – ბარამ ბარამიძე.

📻 სხვა სიახლეები..

📣 ანსამბლი „რუსთავი” 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო ანთოლოგია „რუსთავი – 400 ქართული ხალხური სიმღერა” გამოიცა.

ანთოლოგიის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. 208-გვერდიან წიგნში, რომელიც ქართულ-ინგლისურ ენებზეა შედგენილი, მკითხველი ანსამბლ „რუსთავის“ 50-წლიანი მოღვაწეობის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს. მასში აღწერილია ანსამბლის ისტორია, ანსამბლის ყველა თაობის წევრების შესახებ ინფორმაცია, ასევე ცნობილი ხელოვანების, პოლიტიკოსებისა და უცხოელი იმპრესარიოების შეფასებები.

📲 სატელეფონო ჩართვა ანზორ ერქომაიშვილთან – ანსამბლ „რუსთავის“ მუსიკალური ხელმძღვანელი.