ოქროს გაძვირების მიზეზად ანალიტიკოსები ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს ასახელებენ. ამასთან, მიზეზებს შორისაა სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული თუ დაგეგმილი არჩევნები.
დარგის ექსპერტების შეფასებით, წლის ბოლომდე ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, რადგან მასზე, როგორც საინვესტიციო აქტივზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.
როგორია საერთაშორისო ბაზრებზე ვითარება – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი თიბისი კაპიტალის ანალიტიკოსი რატი კალანდარიშვილი იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: