ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 2.80 ლარის ნიშნულს ჩამოსცდა და 1 თვის ინტერვალში თითქმის 10 თეთრიან გამყარებას აჩვენებს. რა განაპირობებს ეროვნული ვალუტის გამყარებას და როგორი პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ შეკითხვებს „გალთ ენდ თაგართის“ მაკროანალიზისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსმა ლაშა ქავთარაძემ უპასუხა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: