არტნიუსი - საქართველოს კინოთეატრებში რუსულად გახმოვანებული ფილმები აღარ გავა
- შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის მთავარი ჯილდო – ფილმისთვის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, ქართველ რეჟისორს დიტო ცინცაძეს გადაეცა;
- რუსეთ-საქართველოს ომი და ოკუპაციის შედეგები ბესო სოლომანაშვილის ახალ ფილმში „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“. ფილმზე საუბრობენ რეჟისორი -ბესო სოლომონაშვილი, ოპერატორი – გელა ჩინჩალაძე, მთავარი როლის შემსრულებელი – დუტა სხირტლაძე;
- თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში ცნობილი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალურ კომედია „ქმარი და ცოლი“ დაიდგა;
- ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ჯანი როდარის ,,ჩიპოლინოს“ პრემიერა გაიმართა. საუბრობენ რეჟისორი მაია ჩართოლანი და მსახიობი ანი ზამბახიძე;
- პროექტი „ხელოვნება სკოლაში“. სატელეფონო ჩართვა: დავით ლორთქიფანიძე -ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი;
- სასტუმრო „სტამბა“ გიორგი მასხარაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.სატელეფონო ჩართვა: გიორგი მასხარაშვილი – მხატვარი;
- საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის გამოფენას ,,სამი, ოთხი“. საუბრობს ვახო ბუღაძე -ხელოვანი;
- დათო ჯიქიას სადებიუტო წიგნის- „კაკაფონიას“ წარდგენა.