არტნიუსი - მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავთა საერთაშორისო კონკურსი იწყება/გალერეა „ვერეში“ მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა სახელწოდებით „ფლორიოგრაფია“ იმართება
არტნიუსი - მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავთა საერთაშორისო კონკურსი იწყება/გალერეა „ვერეში“ მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა სახელწოდებით „ფლორიოგრაფია“ იმართება
  • დიტო ცინცაძის ახალი ფილმის „ჩაისუნთქე – ამოისუნთქე“ პრემიერა და თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „ჰორიზონტი“ ჩვენება შანხაის საერთაშორისო რიგით 22-ე ა კლასის კინოფესტივალზე შედგება. საუბრობენ ფილმის ,,ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შემქმნელები და ფილმის ,,ჰორიზონტი“ რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
  • მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავთა საერთაშორისო კონკურსი იწყება. კონკურსის შესახებ საუბრობს საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების ხელმძღვანელი მანანა ქანთარია;
  • გალერეა „ვერეში“ მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა სახელწოდებით „ფლორიოგრაფია“ იმართება.
  • ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება მორიგი დისკუსია თემაზე „რუსთაველის თეატრის 20-30-იანი წლების შუქ-ჩრდილები“;
  • „ნელი ამაშუკელის სახელობის მთარგმნელთა ფონდი“ გიწვევთ პუბლიუს ვერგილიუს მაროს „ენეიდას“ პრეზენტაციაზე. ნელი ამაშუკელის სახელობის მთარგმნელთა ფონდზე საუბრობს ერთ-ერთი დამფუძნებელი ხათუნა ცხადაძე. პუბლიუს ვერგილიუს მაროს „ენეიდას“, ლევან ბერძენიშვილის თარგმანით, წარადგენს ძველი რომაული ლიტერატურის მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი;
  • გამოფენით  „უკანაკსნელი აღთქმა“ „მაგნუმის“ ფოტოგრაფი იონას ბენდიკსენი საქართველოს ფესტივალის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფარგლებში ეწვია.

  

დატოვე კომენტარი