არტნიუსი - საქართველო წელს კანის კინობაზრობაზე მეთორმეტედ იქნება წარმოდგენილი/17- 21 მაისს მწერალთა სახლი რიგით მეხუთე ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს
არტნიუსი - საქართველო წელს კანის კინობაზრობაზე მეთორმეტედ იქნება წარმოდგენილი/17- 21 მაისს მწერალთა სახლი რიგით მეხუთე ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს

17- 21 მაისს მწერალთა სახლი რიგით მეხუთე ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამაზე საუბრობს მწერალთა სახლის სერთაშორისო პროექტების კურატორი ნუკა ღამბაშიძე;
ციხეში მოხვედრილი არასრულწლოვანი ბიჭების ცხოვრებაზე ახალი ქართული ფილმი „უარყოფითი რიცხვები“ გადაიღეს. ფილმის შესახებ საუბრობენ რეჟისორი უტა ბერია და მორაგბე ლექსო გუგავა .
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კინოცენტრის შესახებ თავის გეგმებს გვაცნობგაგა ჩხეიძე;
საქართველო წელს კანის კინობაზრობაზე მეთორმეტედ იქნება წარმოდგენილი.
კანის კინოფესტივალზე შედგება წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის – ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსოფლიო პრემიერა.
კინორეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი შვეიცარიაში მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად მიიწვიეს.
მუსიაკისა და დრამის თეატრში პაოლო ჯენოვეზეს სცენარის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სატელეფონო ჩართვა: გურანდა იაშვილი -რეჟისორი;
სახვითი ხელოვნების მუზეუმში თანამედროვე ხელოვანის ლეილა შელიას ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება.