არტნიუსი - რიტა ხაჩატურიანის ნამუშევრები სახლწოდებით ,,ბატონები“/გამოფენა „ბაუჰაუსის ქალები“ლიტერატურის მუზეუმში
არტნიუსი - რიტა ხაჩატურიანის ნამუშევრები სახლწოდებით ,,ბატონები“/გამოფენა „ბაუჰაუსის ქალები“ლიტერატურის მუზეუმში
  • ,,საქინფორმის” გამორჩეული ფოტოგრაფის ივანე დვალის გამოფენა Kolga Tbilisi Photo 2019-ის ფარგლებში. სატელეფონო ჩართვა: გიორგი კაკაბაძე -საქართველოს ეროვული არქივის კინო ფოტო-ფონო არქივის დირექტორი;
  • რიტა ხაჩატურიანის ნამუშევრები სახლწოდებით ,,ბატონები“ გალერეაში ,,ვანდა“ გამოიფინება. საუბრობს გალერეის დირექტორი და გამოფენის კურატორი ვანდა მუჯირი;
  • ,,თბილისის ახალი დრამის ფესტივალი“ განაცხადების მიღებას იწყებს. საუბრობს სოფო კილასონია – ფესტივალის დამფუძნებელი;
  • ათი ქალის რეალურ ისტორიას რეჟისორი და დრამატურგი ეკატერინე შარიქაძე სპექტაკლით ,,თეთრთმეტი” მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენიდან მოყვება; 
  • ,,სინედოკ თბილისის ფესტივალზე“ 100 წლის შემდეგ აღმოჩენილი ცნობილი რუსი რეჟისორის ძიგა ვერტოვის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა შედგება; 
  • მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმმა „მეთევზე და გოგონა” Arc Film Festival-ის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. 
  • გამოფენა „ბაუჰაუსის ქალები“ლიტერატურის მუზეუმში. სატელეფონო ჩართვა: ნინო ლეჟავა – ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი.