არტნიუსი - 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან ერთად, წიგნის ჩუქების დღეცაა
არტნიუსი - 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან ერთად, წიგნის ჩუქების დღეცაა
  • 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან ერთად, წიგნის ჩუქების დღეცაა. საუბრობს გიორგი კეკელიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი;
  • საავტორო უფლებების სფეროში არსებული რუსული საფრთხე -საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე შეხვედრას მართავს. სატელეფონო ჩართვა: გიგა კობალაძე – საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე;
  • „თბილისის მოდერნიზმი, ლიტერატურული ბოჰემა და იოსებ გრიშაშვილი.“- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის ბელა წიფურიას საჯარო ლექცია.
  • თბილისში ინგოროყვას ქუჩაზე რეცეპტების მუზეუმი გაიხსნა, რომელსაც ანალოგი არ აქვს. საუბრობს მუზეუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია ქავთარაძე;
  • 8-დან 13 მაისის ჩათვლით თბილისი უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi. ფესტივალის დირექტორის არჩილ ხეთაგურის ჩართვა; 
  • ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო. სატელეფონო ჩართვა: ანა ხაზარაძე – პროდიუსერი, თანარეჟისორი;
  • ერეკლე დეისაძის პოეტური კრებულის ,,ერეკლესია“ წარდგენა. საუბრობს ერეკლე დეისაძე – მწერალი, მუსიკოსი.