არტნიუსი - გამომცემლობა „არტანუჯის“ ახალი წიგნის პრეზენტაცია / ლექსო პაიკიძის ორი წიგნი
„55 ამბავი თამაზ ჭილაძეზე“ – გამომცემლობა „არტანუჯის“ ახალი წიგნის პრეზენტაცია.
სატელეფონო ჩართვა: ზვიად კვარაცხელია – „არტანუჯის“ მთავარი რედაქტორი;
ლექსო პაიკიძის ორი წიგნის – „გიდი“ და „ეძღვნება გაბოს“ – პრეზენტაცია. წიგნზე საუბრობს ავტორი;
7 მარტს მარიო ვარგას ლიოსას რომანის – „ბოლო ჟამის ომის“ – პრეზენტაცია გაიმართება.
რომანზე, მის ისტორიულ კონტექსტებსა და პარალელებზე საუბრობს წიგნის მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი;
ფემინისტური ფილმების ფესტივალის „როზადან სიმონამდე“. სატელეფონო ჩართვა: ნათან გულიაშვილი – „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი;
„მთებში ყველაფერია, რაც მიყვარს“ – პოლონური კულტურის ფესტივალი;
ანა შალიკაშვილის იუბილეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენით აღნიშნავენ. საუბრობს კურატორი ნინო მაჭარაშვილი;
პროექტის „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ პირველი დისკუსია თემაზე „ომი და ცეკვა“. სატელეფონო ჩართვა: სოფო კილასონია – ხელოვნებათმცოდნე;
მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ცუდი ხალხი“ პრემიერა ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე. საუბრობს რეჟისორი გიორგი თავართქილაძე.