პიკის საათი - „თაობა“ 2022
პიკის საათი - „თაობა“ 2022

ყველაზე ახალგაზრდული კინოფესტივალი ყველაზე კინომოყვარულ ახალგაზრდებს ეძებს.

მეხუთე საფესტივალო გამოშვება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ თბილისში ჩატარდება.

მონაწილეები წინასწარ შერჩეულ ფილმებს ნახავენ და გამოავლენენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს, რომელთა რეჟისორებიც დაჯილდოვდებიან.

კინოფესტივალის პროგრამა დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და გასართობ აქტივობებსაც ითვალისწინებს.

სატელეფონო ჩართვა: ლევან დვალი – ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: