არტნიუსი - 14-16 ნოემბერს აქცია - „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება
- 14-16 ნოემბერს აქცია – „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება. ჩართვა: ნინო ხუნდაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოფენების კურატორი.
- დავით სარაჯიშვილის დაბადებიდან 172 წლისა და მაჩაბლის 13-ში მდებარე სახლის საზეიმოდ გახსნიდან 115 წლის თავზე, დავით სარაჯიშვილის მუზეუმი გაიხსნა. ჩართვა: ნატაშა ლომოური – მწერალთა სახლის დირექტორი.
- დედიკას გალერეაში დავით კუხალაშვილის გამოფენა იხსნება. საუბრობენ: დავით კუხალაშვილი – მხატვარი; დედიკა ბულია – გალერისტი.
- თბილისის ისტორიის მუზეუმში ახალგაზრდა ხელოვანის, ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტოს ფოტოგამოფენა იმართება.
- თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით – „მამაცთა შორის საკვირველება – პატარა კახი, მეფე ირაკლი“.
- ეროვნული კინოცენტრი „მაია წყნეთელის“ აღდგენილი ვერსიის ონლაინ-ჩვენებას წარმოადგენს. საუბრობენ: ნანა დოლიძე – სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი; გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და გიორგი ხარებავა – „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
- ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი „გამჭვირვალე სამყარო“ ჰონგ-კონგის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ჩართვა: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი – რეჟისორი.
- საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოთარ და თამაზ ჭილაძეების სახელობის კაბინეტი გაიხსნება;
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: