ვიხსენებთ ნიკო კეცხოველს 120 წელთან და უნივერსიტეტის 100 წელთან დაკავშირებით. კომპოზიცია. გადაცემაში გამოყენებულია მისი ქალიშვილის ელისო კეცხოველის სტუდენტის, იეზიდი ქალბატონის ლიუსია ალოევას მოგონებები (ალოევას უპატრონა, გზა გააკვლევინა და მეეზოვის შვილი ცნობილი მეცნიერი გახადა). თქვენ მოისმენთ ბ-ნი ნიკოს მოგონებებს ბავშვობაზე, მშობლებზე, ცხოვრების გრძელ გზაზე მთიდან ქალაქამდე და ადამიანებზე, მას რომ ხვდებოდნენ ამ გზაზე.