პიკის საათი - „ეს არის საქართველო“ - არნოლდ გეგეჭკორი
პიკის საათი - „ეს არის საქართველო“ - არნოლდ გეგეჭკორი

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ჟურნალისტს, თსუ-ის პროფესორს, უამრავი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორს, საქართველოში ბიოგეოგრაფიის ფუძემდებელს, არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, მათ შორის ლიტერატურის დარგში, 25 წლის განმავლობაში მიჰყავდა საავტორო სატელევიზიო გადაცემა „ბუნების კარი.“

არნოლდ გეგეჭკორს მოვლილი აქვს დედამიწის ხუთი კონტინენტი და ყველა ბუნებრივი ზონა. ცხოვრობდა ლეგენდარულ მასაის ტომთან აფრიკაში და ბინდიბუს ტომთან ავსტრალიაში, რომელიც მხოლოდ 1953 წელს აღმოაჩინეს.

თავის დროზე, ნიკო კეცხოველმა არნოლდ გეგეჭკორს „საქართველოს ბუნების დაჭრილი გულის გამამთელებელი“ უწოდა.

სიუჟეტი მომზადებულია 2015 წლის 16 მაისს სატელევიზიო გადაცემისათვის „უნივერსიტეტი“.

ავტორი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: