საარჩევნო კოდექსში არის ნორმა, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბნებზე, 25 მეტრის რადიუსში, პარტიების აქტივისტებს, კოორდინატორებს, მხარდამჭერებს, ეკრძალებათ აქტიური პროპაგანდისტური ან სხვა სახის საქმიანობა, რამაც ზეგავლენა შეიძლება იქონიოს მოქალაქეთა არჩევანზე. ამ მოთხოვნის უზრუნველყოფისთვის საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას მემორანდუმის შემუშავება შესათავაზა, რომ ყველა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა, საარჩევნო უბნებზე მათი მხარდამჭერების ქცევაზე, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ “და „ევროპულმა საქართველომ“ მემორანდუმზე უარი განაცხადეს.
სტუმარი: გურამ მაჭარაშვილი – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
სატელეფონო ჩართვა ოპოზიციიდან – ლევან ბეჟაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: