არჩევნები 2020 - ტურისტული ინდუსტრია კოვიდ19-სა და საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში
არჩევნები 2020 - ტურისტული ინდუსტრია კოვიდ19-სა და საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში

სად გადის ზღვარი წინასაარჩევნო პოპულიზმსა და კრიზისმენეჯმენტს შორის.

საქართველოს მოქალაქეთა 10% პირდაპირ არის დაკავშირებული ტურისტულ ბიზნესთან და წინასაარჩევნო პერიოდში მათი დამოკიდებულება როგორც ხელისუფლების მიმართ, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ კრიტიკულია. ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური პარტიები პოპულიზმით და არასწორი განცხადებების კეთებით არიან დაკავებული და ხელისუფლებაც, იმის მიუხედავად, რომ ტურიზმის სფეროს დასახმარებლად სოლიდური ფინანსური დახმარება გამოიყო, მაინც არ არის საკმარისად თანმიმდევრული. ამის დასადასტურებლად სტუმარმა მოიტანა ხელისუფლების დაპირების არშესრულება 1 ივლისიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ტურისტების მიღების შესახებ. „კომიკური სიტუაციაა: გერმანია გვიხსნის საზღვრებს და ჩვენ არ ვუხსნით-აღნიშნა მან“.
სტუმარი: მაია სიდამონიძე – ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: