არჩევნები 2020 - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელება
თუ ვინმეს ხელი დატყობია ამ ქვეყანას, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. 47-მილიონიან უკრაინაშიც ცდილობენ, რომ მისი ენერგია რაღაცნაირად გამოიყენონ. ასე რომ, ნაციონალურ მოძრაობას ის ღირსეულ კანდიდატად მიაჩნია, – ლევან ხაბეიშვილი.
სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია, რადგან ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ შეფასებულია, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა, – გურამ მაჭარაშვილი.
სატელეფონო ჩართვა: ლევან ხაბეიშვილი – ნაციონალური მოძრაობა; გურამ მაჭარაშვილი – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: