არჩევნები 2020 - არჩევნების გაშუქება საქართველოს პირველ არხზე
არჩევნები 2020 - არჩევნების გაშუქება საქართველოს პირველ არხზე

პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ბერძენიშვილმა, ასევე ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ ისაუბრეს, თუ როგორ აშუქებს პირველი არხი არჩევნებს. წინასაარჩევნოდ პირველი არხის ყველა პლატფორმა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მაუწყებელს აქვს პრეტენზია, არჩევნები გაშუქდეს დაბალანსებულად და ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. პირველი არხი არჩევნებისთვის დიდი ხანია ემზადებოდა და ამისთვის დიდი სამუშაო ჩაატარა. დაიწყო ჟურნალისტების გადამზადება, რომელსაც BBC-ის გამოცდილი თანამშრომელი ხელმძღვანელობს. საქართველოს პირველ არხზე არსებული მონიტორინგის ჯგუფი არჩევნებისთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამის მეშვეობით დააკვირდება ბალანსის დაცვას რამდენიმე მიმართულებით. „მოამბეში“ გაშუქდება საარჩევნო სუბიექტების ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა და საარჩევნო პროგრამები. საარჩევნო თემები აქტიურად გაშუქდება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებშიც, რომელიც სექტემბრიდან დაბრუნდება ეთერში. საეთერო დრო დაეთმობა წინასაარჩევნო დებატებსაც.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: