არჩევნები 2020 - პოლიტიკური ძალები პარტიული სიების წარდგენას არ ჩქარობენ
არჩევნები 2020 - პოლიტიკური ძალები პარტიული სიების წარდგენას არ ჩქარობენ

პოლიტიკური ძალები პარტიული სიების წარდგენას არ ჩქარობენ, უმრავლესობას და ოპოზიციას ამისათვის დრო ჯერ კიდევ აქვს. მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, საკუთარ წარმომადგენლებს ოპოზიციური პარტიები ასახელებენ. საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, ხელისუფლების ოპონენტებისათვის რთული აღმოჩნდა. დაიშლება თუ არა საბოლოოდ ოპოზიციური ერთობა და მოქმედების რა გეგმას შეიმუშავებენ საარჩევნო სუბიექტები – არჩევნები 2020-ის ფარგლებში, თემაზე საქართველოს რადიოს ეთერში ისაუბრებს: ეკა დარბაიძე – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: