არჩევნები 2020 - პოლიტიკური კულტურა და სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკაში
პოლიტიკაში ჩვეულებრივ ამბად იქცა სიძულვილის ენის გამოყენება. სტუმრის აზრით, ამისი მიზეზი პოლიტიკური ველის პოლარიზაციაა, რაც 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს. სამწუხაროდ არავინ, პროცესის არც ერთი მონაწილე არ ზრუნავს ვითარების გაუმჯობესებაზე, ეს კი საზოგადოებაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენის გამოყენება არ არის შემთხვევითი. ეს არის ტექნოლოგია, ეს არის სტრატეგია და ვინც იყენებს, გარკვეულ მიზნებს აღწევს კიდეც.
სტუმარი: ირა ჭელიძე – სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: