არჩევნები 2020 - გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია აგებულია შიშზე
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სტრატეგია და მისი დღის წესრიგი აგებულია შიშზე, ოპოზიციაც არ არის ამის წინააღმდეგი. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ის თუ არ იქნება ხელისუფლებაში, სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდება. ამას მეორე შიშიც დაემატა: პანდემია, რომელსაც წარმატებით გაუმკლავდა ხელისუფლება. ოპოზიციაც შიშზე აკეთებს აპელირებას: ეს ხელისუფლება თუ არ გაუშვით, შიმშილით სიკვდილი გელოდებათო. ასე გამოიყურება ქართული ოცნების სტრატეგია, რაშიც ოპოზიციაც აქტიურად არის ჩართული.
სატელეფონო ჩართვა: გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: